საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის ბიჭი თავისუფალია. როგორც უწყებაში აცხადებე, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ის დღეს, 23 თებერვალს გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფლის მიმდებარე ტყეში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოსა, მეგობრებთან ერთად შეშას აგროვებდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა შეამჩნიეს. მათი თქმით, სხვებმა გამოქცევა მოასწრეს, 17 წლის ბიჭი კი სამხედროებმა წაიყვანეს.