არჩილ თალაკვაძე – “ოპოზიცია ცდილობს, თავისი საარჩევნო კამპანია ვაშინგტონში ჩაატაროს“

არჩილ თალაკვაძე - "ოპოზიცია ცდილობს, თავისი საარჩევნო კამპანია ვაშინგტონში ჩაატაროს“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს ვაშინგტონში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია.

ეს განცხადება თალაკვაძემ ამერიკაში კონგრესმენებთან შეხვედრის წინ პირველ კომენტარს აკეთებს.

„ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გავაცნობთ კონგრესის წევრებს , თუ რა გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ ოპოზიციასა და ჩვენს საზოგადოებას. ვიზიტის შემაჯამებელ კომენტარს გავაკეთებ ბოლოს. თუმცა, ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, რომ თავისი საარჩევნო კამპანია ჩაატაროს ვაშინგტონში, მაშინ, როდესაც მათ ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და ეს ფაქტია.

ცდილობენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღონ ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკის მთავრობა არასდროს აკეთებს და არ ერევა საარჩევნო საკითხებში. არჩევნები ჩატარდება საქართველოში დემოკრატიულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად იმისა, რა შეთანხმება შედგება ჩვენსა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა თალაკვაძემ.