ასპინძასთან მანქანა ხევში გადავარდა – 2 მამაკაცი დაიღუპა

ასპინძასთან მანქანა ხევში გადავარდა - 2 მამაკაცი დაიღუპაასპინძასთან ავარია 25 თებერვალს მოხდა, შემთხვევის შედეგად 23 და 29 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

გარდაცვლილი ბიჭებიდან ერთი სოფელ ტოლოშიდან არის, მეორე კი და ასპინძიდან.

23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ასპინძის საავადმყოფოში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სამხრეთის კარიბჭე