ბათუმში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი თვითმხილველებმა შენიშნეს.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე შესაბამის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

იპნ