ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გამო მაღალი თანამდებობის პირი დახვრიტეს

ჩრდილოეთ კორეაში დახვრიტეს მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც არ დაემორჩილა კორონავირუსის გამო გამოცხადებულ საკარანტინო წესებს და საზოგადოებრივ აბანოს ეწვია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იუწყება სამხრეთ კორეაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მედიის ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ჩინეთში იმყოფებოდა, საიდანაც დაბრუნების შემდეგ ის დაუყოვნებლივ კარანტინში მოათავსეს.

ვრცელდება ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ გადაასახლეს ერთი ჩინოსანი, რომელმაც ხელისუფლებას ჩინეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუმალა.

ჩრდილოეთ კორეას არ დაუდასტურებია მის ტერიტორიაზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმი ინფორმაციას განგებ მალავს და შესაძლოა ჩრდილოეთ კორეაშიც იყოს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები.
 ჯიეიჩენი