დიდ დიღომში დენის ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ დიღომში დენის ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდადიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე დენის ტრანსფორმატორს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილზე ერთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.