დიეგო სიმეონე: ”მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო”

დიეგო სიმეონე: ”მეორე გოლის გატანაც შეგვეძლო”მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლივერპულთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დავალება კარგად შეასრულა და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო გამარჯვების მისაღწევად:

”ვფიქრობ, მაყურებლის მხარდაჭერა ძალიან დაგვეხმარა, რადგან ისინი მთელი მატჩის მანძილზე ჩვენს გვერდში იდგნენ. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა შეგვეძლო გოლები კიდევ გაგვეტანა. ლივერპულში ურთულესი შეხვედრა გველის, სადაც კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები”.