ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე – ”ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს”

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე - ”ივანიშვილი აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს”ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტს ძალიან სუსტს უწოდებს და აცხადებს, რომ ის არ ასახავდა არსებულ ვითარებას.

იუკნევიჩიანემ დაბალანსებული ტექსტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.

ახლა „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაგიდასთან მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ არ არიან. მათ პარტიაში კარგად უნდა იმსჯელონ“, – განუცხადა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს.

სტრასბურში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა საერთო განცხადების მიღების გარეშე დასრულდა.

იმედინიუსი