გიორგი რურუა – ”50 ცალი გაფორმებული იარაღი მაქვს და გაუფორმებლით რატომ ვივლიდი?”

გიორგი რურუა - ”50 ცალი გაფორმებული იარაღი მაქვს და გაუფორმებლით რატომ ვივლიდი?”50 ცალი გაფორმებული იარაღი მაქვს და ბატონო მოსამართლევ, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ გაუფორმებული იარაღით დავდიოდე? – ასე მიმართა “მთავარი არხის”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს სასამართლო პროცესზე.

რურუას თქმით, ის თავს დამანაშავედ არ სცნობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

“თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მე 50 ცალი გაფორმებული იარაღი მაქვს, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო მოსამართლევ, ადამიანს 50 უცხოური მანქანა ჰყავდეს და, მაინც და მაინც, რუსული „ჟიგულით“ დადიოდეს, ან როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყალბ რუსულ კუპიურებზე დაიჭირონ? შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონო მოსამართლევ, რომ მე გაუფორმებელი იარაღით დავდიოდე? მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრალს არ ვაღიარებ და ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ”,-განაცხადა გიორგი რურუამ.

იპნ