გომელაური – ”არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა“

გომელაური - ''არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა“შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აკეთებს განცხადებს, იმის შესახებ რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არსებობს და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

ამასთანავე როგორც მან განაცხადა, მისი მხირდან არ ყოფილა განცხადება რომ იზორიას ძმის, კიტა იზორიას საქციელი სწორი იყო.

„რა თქმა უნდა, არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა, წლებია ვმეგობრობთ. ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ ვართ? მას თავისი აზრი აქვს და გამოხატა. რაც თქვა ამ ადამიანმა, მეც ვეთანხმები. მოსაწონი როგორ იყო? ეს მეც არ მითქვამს, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ, თორემ მე არ მითქვამს, რომ რა კარგია და რა კარგად მოიქცა ეს ადამიანი“, – აცხადებს გომელაური.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, იზორიას ძმისთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კიტა იზორიას საქციელი მოსაწონი არ არის.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პრემიერმა განმარტება გააკეთა, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება. „იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.