გორის ტრასაზე ჯიპი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

გორის ტრასაზე ჯიპი სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორი მცირეწლოვნებიც არიან, ხოლო გარდაცვლილი ბებიაა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი „ლექსუსის“ მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა.
ამ დროისათვის დაშავებულები კლინიკა გორმედში არიან გადაყვანილები.

ექიმების განცხადებით, 4 და 8 წლის ბავშვების გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდება.
მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

ნიუპოსტი