გვარდიოლა: ”რეალის დამარცხება შეგვიძლია”

გვარდიოლა: ”რეალის დამარცხება შეგვიძლია”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ სიტის შეუძლია რეალის დამარცხება და ისინი მადრიდელებს არაფერს დაუთმობენ. გვარდიოლას აზრით მაყურებელი ორ ძალიან საინტერესო შეხვედრას იხილავს:

”რეალის ძალა კარგად გვესმის და ვიცით რომ წინ რთული მატჩები გველის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და რეალს არაფერს დავუთმობთ. გამარჯვების უნდა გვჯეროდეს და ასეც არის”. რეალის და სიტის პირველი დაპირისპირება 26 თებერვალს მადრიდში გაიმართება, ხოლო განმეორებითი კი 17 მარტს.