ჰონ მინ სონს ორი კვირა კარანტინში მოუწევს ყოფნა

ჰონ მინ სონს ორი კვირა კარანტინში მოუწევს ყოფნაკორონავირუსი უკვე მთელს ევროპაშია, მათ შორის ინგლისშიც და უსაფრთხოების მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება. ეს ფეხბურთსაც შეეხო.

ტოტენჰემის სამხრეთ კორეელი ფორვარდი ჰონ მინ სონი სამშობლოში იმყოფება, სადაც ტრავმას მკურნალობს, ხოლო ჩამოსვლის შემდეგ მას ორი კვირის მანძილზე კარანტინში მოუწევს ყოფნა, უსაფრთხოების მიზნით. ეს ინფორმაცია ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც დაადასტურა.