იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდაიტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვირუსის სავარაუდო წყარო არის 38 წლის იტალიელი მამაკაცი, რომელიც ჩინეთში არ ყოფილა. ის კორონავირუსით იტალიაში დაინფიცირდა; ვირუსი დაუდგინდა მის ორსულ ცოლს და კიდევ ერთ პირს, რომელმაც მასთან ფეხბურთი ითამაშა.

ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო 2 შემთხვევა – ვენეტოში. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა, სასწავლო დაწესებულებები დახურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ასობით ადამიანი შემოწმებას გადის, ხოლო ის პირები, რომლებიც დაავადებულებთან პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდნენ, კარანტინში რჩებიან.