იურგენ კლოპი: ”მიზანთან ძალიან ახლოს ვართ”

იურგენ კლოპი: ”მიზანთან ძალიან ახლოს ვართ”ლივერპულმა ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეთვრამეტე შეხვედრა მოიგო და ამით მათ მანჩესტერ სიტის რეკორდი გაიმეორეს. ამჯერად ლივერპულის მსხვერპლი ვესტჰემი გახდა, რომელსაც იურგენ კლოპის გუნდმა 3:2 მოუგო:

”რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება შევძელით და ძალიან მიხარია რომ მოგებების სერია არ შევწყვიტეთ. მიზანთან უკვე ძალან ახლოს ვართ და მინდა გულშემატკივარი ბედნიერი იყოს. ჩვენი სწორედ მათთვის ვთამაშობთ”. 27 ტურის შემდეგ ლივერპულს 26 მოგება და მხოლოდ ერთი ფრე აქვს.