ხობში მამაკაცმა 40 წლის მასპინძელი საკუთარ სახლში დაჭრა

ხობში მამაკაცმა 40 წლის მასპინძელი საკუთარ სახლში დაჭრახობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა 40 წლამდე მასპინძელი საკუთარ სახლში დაჭრა. მეზობლები მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა იციან, რომ შემთხვევა დღეს, დღის საათებში მოხდა.

დაზარალებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, ფაქტის შემდეგ მამაკაცი ამავე ქუჩაზე მდებარე სხვა სახლში გადავიდა და ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისს მძიმე ნივთი ჩაარტყა.

დაჭრილის დედის ინფორმაციით, დაკავებული მისი დისშვილიშვილია, მანამდე მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

დაშავებული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში, მამაკაცი კი ხობის კლინიკაშია გადაყვანილი.

დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავი 2