კიკე სეტიენი: ”ჩვენი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა”

კიკე სეტიენი: ”ჩვენი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა”ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა გუნდის მიზნებზე ისაუბრა და თქვა რომ ბარსელონას ყველა ტურნირში მხოლოდ გამარჯვება სურს და სხვა შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იქნება:

”ჩვენ ბარსელონა ვართ და მეორე ადგილზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ჩვენი მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა და სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ეს იმას ნიშნავს რომ სეზონი ბოლომდე წარმატებული არ იქნება”.

კიკე სეტიენი ბარსელონას სათავეში ერთი თვის ჩაუდგა, როდესაც ერნესტო ვალვერდე გაანთავისუფლეს.