ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა რომ ის ნაპოლისთან მატჩით კმაყოფილია, რადგან ბარსელონა მუდმივად უტევდა, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა. სეტიენის აზრით მისმა გუნდმა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა:
”ნაპოლიმ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ ტაქტიკას არ ვუღალატეთ და მხოლოდ შეტევაზე ვფიქრობდით. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა და ნოუ კამპზე რთული მატჩი გველის”. ნაპოლის და ბარსელონას შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო განმეორებითი თამაში კი 18 მარტს გაიმართება.