კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში მაინც გავალთ”

კრიშტიანო რონალდუ: ”მეოთხედფინალში მაინც გავალთ”ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მიუხედავად ლიონთან მარცხისა, წინ განმეორებითი შეხვედრაა და იუვენტუსი მაინც გავა მეოთხედფინალში. რონალდუს აზრით მსაჯებმა იუვენტუსის საწინააღმდეგოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს:

”ჩემი აზრით ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა ლიონის კარში, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ფიქრს აზრი არა აქვს. ტურინში წინ 90 წუთი გველის და დარწმუნებული ვარ მეოთხედფინალში გავალთ. მჯერა ჩემი თანაგუნდელების”.