ლანჩხუთში ეგვიპტის მოქალაქე ნისანით ეგვიპტის მეორე მოქალაქეს დაეჯახა

ლანჩხუთში ეგვიპტის მოქალაქე ნისანით ეგვიპტის მეორე მოქალაქეს დაეჯახალანჩხუთში, ეგვიპტის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცს “ნისანის” მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც ასევე ეგვიპტის მოქალაქე მართავდა.

თვითმხილველების თქმით, შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთს ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები სახეზე და ფეხზე აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.