”ლაშამ დედა და და გამთენიისას მოკლა” – ჭოპორტში მკვლელობის ახალი დეტალები

”ლაშამ დედა და და გამთენიისას მოკლა” - ჭოპორტში მკვლელობის ახალი დეტალებიდუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში 40 წლის ლაშა ქიმბარიშვილმა 28 თებერვალს, გამთენიას, სანადირო თოფიდან გასროლით დედა და და მოკლა.

დედა ადგილზე დაიღუპა, სასიკვდილოდ განწირული და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. მომხდარით შეძრულები არიან თანასოფლელები დ ავერ აუხსნიათ, რატომ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.

kvirispalitra.ge ესაუბრა დუშეთის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ მამუკა აფციაურს:

– შეძრული ვარ მომხდარით და ვუსამძიმრებ, პირველ რიგში მთელ სანათესაოს. დეტალები ჯერ კიდევ გარკვეული არ არის. ცნობილია, რომ ლაშა ქიმბარიშვილმა დახოცა დედა – ციცინო და და – თეა. წუხელ, გამთენიისას მოხდა ეს საშინელება, ზუსტად რომელ საათზე, არ ვიცით. ლაშა სოფელში ცხოვრობდა, ცოლ-შვილი არ ჰყავს. პერიოდულად მუშაობდა, რა საქმეც გამოუჩნდებოდა, იმის მიხედვით.

ბოლო დროს არ მინახავს, ფსიქიკური პრობლემა მისთვის ადრე არასდროს შემინიშნავს. ციცინო ძალიან კარგი ქალი იყო, ამ ოჯახის წევრებს შორის არსებულ კონფლიქტზე არასოდეს არაფერი მსმენია.
ახლა ბიძას ვესაუბრე, განადგურებულია და ზედმეტი კითხვის დასმაც ვერ შევძელი. ყველა განიცდის, გამოძიება დაადგენს ალბათ დეტალებს.

თეა 45 წლამდე იქნებოდა, დაოჯახებული ისიც არ იყო, სიცოცხლით სავსე, კარგი გოგო იყო… როგორც მითხრეს, დედა ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თეა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

როგორც ვიცი, ლაშა  სვამდა, მაგრამ კონფლიქტის მიზეზი რა იყო, არ ვიცი. როგორც მითხრეს, იმ ღამით ოჯახში სუფრა არ ყოფილა.

კვირის პალიტრა