მამა ანდრია ჯაღმაიძე – ”მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ფსიქიურად დაავადებულმა პირმა მოკლა მონასტერში დროებით მცხოვრები და გაიქცა”

მამა ანდრია ჯაღმაიძე - ”მარტყოფის მონასტერს შეფარებულმა ფსიქიურად დაავადებულმა პირმა მოკლა მონასტერში დროებით მცხოვრები და გაიქცა”მარტყოფის მონასტერში მომხდარ მკვლელობას მამა ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქში გამოეხმაურა:

როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე, მონასტერში დროებით მცხოვრები და გაიქცა მონასტრიდან. საუბარია რა თქმა უნდა საერო პირებზე.