მბაპეს ტომას ტუჰელთან კონფლიქტი მოუვიდა

მბაპეს ტომას ტუჰელთან კონფლიქტი მოუვიდაპსჟ-ს ერთ-ერთ ლიდერს კილიან მბაპეს მთავარ მწვრთნელთან ტომას ტუჰელთან კონფლიქტი მოუვიდა. მბაპე უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მონპელიესთან შეხვედრის დროს ის 68-ე წუთზე შეცვალეს და კილიან ემოციები არც დაუმალავს, რაც ბუნებრივია კამერებს არ გამოეპარათ.

ტუჰელმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, ხოლო მბაპემ არ დამალა, რომ მას ნაადრევი ცვლილებები არ სიამოვნებს. თუ სიტუაცია არ განიმუხტა მბაპე პსჟ-დან წასვლაზე იფიქრებს და მისი შეძენა ძალიან ბევრ კლუბს სურს, მათ შორის არის მადრიდის რეალიც.