ნეიმარი: ”საუკეთესო ფორმაში არ ვარ”

ნეიმარი: ”საუკეთესო ფორმაში არ ვარ”დორტმუნდის ბორუსიასთან წაგების შემდეგ პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ის საუკეთესო ფორმაში არ არის, რადგან მან ტრავმის გამო 4 შეხვედრა გამოტოვა. ნეიმარის აზრით განმეორებითი მატჩისთვის ის უკეთეს ფორმაში იქნება:

”სამწუხაროა რომ წავაგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დაკარგული არ არის და წინ განმეორებითი შეხვედრაა, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. უნდა ვაღიარო რომ ტრავმების გამო იდეალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ განმეორებითი შეხვედრისთვის ყველაფერი შეიცვლება. მინდა პსჟ-ს გამარჯვებები მოვუტანო”.