„ბიძინა ივანიშვილი არის კრიმინალური გაგების ადამინაი, მას არანაირი მორალი და მითუმეტეს პოლიტიკუირი ხედვები არ გააჩნია, ის ჰგავს კრიმინალს, რომელიც უმოწყალოდ გაუსწორდება ადამიანს და მერე ცდილობს შემოირიგოს“ – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ ტვ პირველის თოქშოუ „პოლიტმეტრში“ განაცხადა იმ კითხვის პასუხად, გაგერძელდება თუ არა დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.„ვინ და რატომ უნდა დავთანხმდეთ დიალოგზე ადამიანს, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს სახელმწიფოსთან. მე არ მისაუბრია ჩემ კოლეგებთან, მაგრამ დიალოგს მე დავთანხმდებოდი ერთადერთ შემთხვევაში – მთელმა საზოგადოებამ რომ კარგად დაინახოს, ამ შეხვედრას დავთანხმდებოდი ერთადერთ შემთხვევაში, რომ მოლაპარაკების პროცესი ან ირაკლი ოქრუაშვილის საკანში, ან გიგი უგულავას საკანში გაიმართოს. იქ მოვიდნენ ელჩებიც.
გიგი უგულავაზე კიდევ ვისაუბრებთ და მთელი თავისუფალი სამყაროც ძალიან დიდხანს ილაპარაკებს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილიც არ მინდა დავივიწყოთ. მინდა ვკითხო საზოგადოებას, რის გამო ზის ირაკლი ოქრუაშვილი? ერთი მტკიცებულება თუ მაინც არსებობს? უბრალოდ არ არსებობს. აი ახლა ნებისმიერი თქვენ ან თქვენი ოპერატორი რომ გაგასახლონ და “მატროსოვის” ციხეში შეასახლონ, იგივე ხდება ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც, ვერც იარსებებს“ – განაცხადა ნიკა მელიამ

