პიკეს მესისთან ვარჯიშზე შელაპარაკება მოუვიდა

პიკეს მესისთან ვარჯიშზე შელაპარაკება მოუვიდაესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ რომ ბარსელონას ერთ-ერთ ვარჯიშზე ჟერარ პიკეს მესისთან შელაპარაკება მოუვიდა და მათ შორის ხმამაღალი საუბარი შედგა. პიკემ მესის სიზარმაცეში დასდო ბრალი და თქვა რომ არგენტინელი გუნდს დაცვაში საერთოდ არ ეხმარება, რასაც მესისგან ხმამაღალი პასუხი მოჰყვა.

ეს ინფორმაცია რამდენიმე ესპანურ გამოცემაში გავრცელდა, თუმცა ფეხბურთელებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ბარსელონამ ბოლო შეხვედრაში ლევანტე დაამარცხა ანგარიშით 2:1.