პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურს

პოლ პოგბას იუვენტუსში დაბრუნება სურსმანჩესტერ იუნაიტედის ფრანგ ნახევარმცველს პოლ პოგბას კვლავ სურს იუვენტუსში დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაცია ინგლისურ მედიაში ვრცელდება. პოგბა ამჟამად ტრავმირებულია და ის მოედანზე მალე უნდა დაბრუნდეს, თუმცა დიდიხანია ვრცელდება ჭორები იმის შესახებ რომ მას მანჩესტერ იუნაიტედში თამაში აღარ სურს.

იუვენტუსში პოგბა 2016 წლამდე თამაშობდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ის მანჩესტერში, ხოლო მისი ტრანსფერი კი 100 მილიონი ევრო დაჯდა. შეიძლება ითქვას რომ პოგბამ ჯერჯერობით მოლოდინი ბოლომდე ვერ გაამართლა.