პსჟ ცდილობს კილიან მბაპეს შენარჩუნებას და პარიზელები მზად არიან მას ხელფასი გაუზარდონ. ამჟამად მბაპე წელიწადში 15 მილიონს იღებს და თუ ის ახალ კონტრაქტზე დათანხმდება მისი ანაზღაურება 30 მილიონამდე გაიზრდება და ნეიმარს გაუთანაბრდება.
მბაპეს წასვლის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მას პსჟ-ს მთავარ მწვრთნელთან ტომას ტუჰელთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა.
მბაპეს შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის რეალს სურს და ზინედინ ზიდანი არ მალავს რომ ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი მის გუნდს ძალიან გააძლიერებს.