რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალა

რეჟისორი ზაზა ხალვაში გარდაიცვალარეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ზაზა ხალვაში რამდენიმე ცნობილი ფილმისა და სერიალის რეჟისორია, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “ნამე” და “მგლების ხორუმი”.

რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმები ასევე ნაჩვენებია ამსტერდამის, ლოკარნოს, კოტბუსის, ანენოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ზაზა ხალვაშმა  დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ლიტერატურათმცოდნეობის განხრით, ასევე საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში კათედრის გამგედ,ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველად და სხვა.