სერხიო აგუერო შესაძლოა ატლეტიკოში დაბრუნდეს

სერხიო აგუერო შესაძლოა ატლეტიკოში დაბრუნდესმანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო შესაძლოა მანჩესტერ სიტიდან წავიდეს, მას შემდეგ რაც გუნდს ორი წლით ჩემპიონთა ლიგაში თამაში აუკრძალეს. აგუერო უკვე 31 წლის არის და მომდევნო სეზონები მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს, ამიტომ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგუერო შესაძლოა ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდეს.

ატლეტიკოში აგუერო 2011 წლამდე თამაშობდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ის მანჩესტერ სიტიში, სადაც უკვე 8 წელია თამაშობს და ამ ხნის მანძილზე ის სიტის ლიდერი იყო.