შოთაძე – პროკურატურა ლათინურად ზრუნვას, მართვას, აღკვეთას ნიშნავს

შოთაძე - პროკურატურა ლათინურად ზრუნვას, მართვას, აღკვეთას ნიშნავსსაპროკურორო საბჭო ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას მართავს.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.

გასაუბრება 11:00 საათზე დაიწყო. გასაუბრების დაწყებამდე ირაკლი შოთაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სიტყვით გამოსვლისას თქვა:”ტერმინი პროკურატურა მოდის ლათინური სიტყვისგან პროკურო/პროკურარე, რაც ნიშნავს ზრუნვას, მართვას, უზრუნველყოფას, აღკვეთას. შესაბამისად, ამ სიტყვის მნიშვნელობიდან ძალიან კარგად ჩანს ის როლი, რაც პროკურატურას აკისრია – ქვეყანაში სამართლიანობისა და კანონიერების უზრუნველყოფა”- განაცხადა შოთაძემ.

ნიუპოსტი