სკანდალი ბუნდესლიგაში – ჰოფენჰაიმის და ბაიერნის მატჩი შეწყდა – ვიდეო

სკანდალი ბუნდესლიგაში - ჰოფენჰაიმის და ბაიერნის მატჩი შეწყდა - ვიდეოდღეს გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში ჰოფენჰაიმსა და ბაიერნს შორის დიდი სკანდალი მოხდა.

შეხვედრის 75-ე წუთზე, როდესაც სტუმრები, ბაიერნის ფეხბურთელები, 6-0-ს იგებდნენ, მსაჯმა შეხვედრა შეწყვიტა და გუნდები გასახდელში გაიყვანა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტრიბუნებზე ბაიერნის ქომაგების მიერ გამოფენილი დიდი ბანერი გახდა, რომელზედაც ჰოფენჰაიმის მფლობელის, დიტმარ ჰოპის, შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო დაწერილი.

შეხვედრის განახლების შემდეგ ორივე გუნდის მოთამაშეებმა, პროტესტის ნიშნად, ბურთის მოედანზე გორაობა დაიწყეს და ასე მიიყვანეს თამაში ბოლომდე.