სოლსკიაერმა ფრედს დასცინა: ”არ მეგონა თუ მის გოლს მოვესწრებოდი”

სოლსკიაერმა ფრედს დასცინა: ”არ მეგონა თუ მის გოლს მოვესწრებოდი”მანჩესტერ იუნაიტედმა ბელგიური ბრიუგე საკუთარ მოედანზე 5:0 დაამარცხა და ევროპის ლიგის მერვედფინალში გავიდა. შეხვედრაში ორი გოლი ფრედმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს წლევანდელ სეზონში პირველი გოლები იყო. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ამ თემაზე იხუმრა კიდეც:

”არ მეგონა თუ ფრედის გოლს მოვესწრებოდი. ამ თემაზე ხშირად ვხუმრობდით ხოლმე. მიხარია რომ მან შეძლო და თავისი უიღბლო სერია შეწყვიტა”. მერვედფინალში მანჩესტერ იუნაიტედის მეტოქე ავსტრიული გუნდი ლასკი იქნება.