სომხეთი ირანთან საზღვარს კეტავს

სომხეთი ირანთან საზღვარს კეტავსკორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სომხეთის ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა ირანთან საზღვარს ჩაკეტავს და საჰაერო მიმოსვლას შეაჩერებს.

ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის მიზეზი არ არსებობს.

შეგახსენებთ, ირანში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 43-ია. სომხეთის გარდა ქვეყანასთან საზღვრები ჩაკეტეს თურქეთმა, ავღანეთმა და პაკისტანმა.