სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა – არიან დაშავებულები  

სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა - არიან დაშავებულები   ავტოსაგზაო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ქიწნისთან მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ავარიის დროს დაშავებული ორი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გორის საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.