სუსმა ყვარლის სატყეოს 2 თანამშრომელი დააკავა – ვიდეო

სუსმა ყვარლის სატყეოს 2 თანამშრომელი დააკავა - ვიდეოსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7- დან 11 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.