ჭოპორტში 45 წლის კაცს დის და დედის მკვლელობისთვის ეძებენ

ჭოპორტში 45 წლის კაცს დის და დედის მკვლელობისთვის ეძებენჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფით მოკლა.

დედა ადგილზე დაიღუპა, ხოლო ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.