თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. ოჯახის სხვა წევრმა ხელის შეშლა სცადა. შედეგად დაიჭრნენ ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი.
დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ქალიც.
ოჯახის წევრები ექიმს საშუალებას არ აძლევენ, მედიას დაჭრილის მდგომარეობა გააცნოს.
დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შსს-მ გამოძიება 115-236 და 124-ე მუხლებით დაიწყო.

