თბილისში სანაპიროზე მანქანამ ქალი გაიტანა

თბილისში სანაპიროზე მანქანამ ქალი გაიტანათბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.