თელავთან მანქანა სატვირთოს შეასკდა – 2 ადამიანი დაიღუპა

თელავთან მანქანა სატვირთოს შეასკდა - 2 ადამიანი დაიღუპათელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ მანქანაში მყოფი 2 მგზავრი, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. 45 წლამდე მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.