თურქეთში 2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 2 მიწისძვრა მოხდათურქეთის დასავლეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მეორე მიწისძვრაა. რამდენიმე საათით ადრე მინისაში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იპნ