თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდათურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიშიდაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება.

დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, შედეგად  სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.