ცხინვალში რუსი მრჩევლის და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ცხინვალში რუსი მრჩევლის და მისი მეუღლის ცხედრები იპოვესცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, მრჩევლის სახლში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

იგორ გალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან, ჯანდაცვის რეფორმირების საკითხზე მუშაობს.

იპნ