”ვერ არის კარგად ეს!” – ინფექციურში ირანის მოქალაქე მედპერსონალს გაექცა – ვიდეო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ირანის მოქალაქე ჟურნალისტებთან გამოვიდა და განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია.

როდესაც ირანის მოქალაქე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა,  მედპერსონალი გარეთ გამოვარდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნა.

”წამო, წამო”, – უთხრეს ექიმებმა პაციენტს ქართულად.

”ერთი წუთით” – უპასუხა ირანელმა ინგლისურად.

ექიმებმა ხელი მოკიდეს მას და პალატაში შეაბრუნეს.

”გაწერეთ ეს ადამიანი?” – ჰკითხა ჟურნალისტმა ექიმს.

”კი კი, ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად,” –  უპასუხა ექიმმა და პალატის კარი  დაკეტა.

ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით შედეგები დღეს ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.