ჟოზე მოურინიო: ”ლაიპციგი ძალიან ძლიერი გუნდია”

ჟოზე მოურინიო: ”ლაიპციგი ძალიან ძლიერი გუნდია”ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლაიპციგთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ მის გუნდს ძალიან რთული მატჩი ელის, რადგან ლაიპციგი ძლიერი გუნდია. მოურინიოს აზრით პირველი თამაში ლონდონში მნიშვნელოვანი იქნება:

”პირველ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გერმანიაში ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გართულდება. ლაიპციგის წინააღმდეგ იდეალურად უნდა ვითამაშოთ და ამ შემთხვევაში შევძლებთ გამარჯვებას”. ტოტენჰემის და ლაიპციგის შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება.