ზიდანი: ”ედენ აზარი ძალიან იმედგაცრუებულია”

ზიდანი: ”ედენ აზარი ძალიან იმედგაცრუებულია”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მანჩესტერ სიტისთან შეხვედრაზე ისაუბრა და ედენ აზარის ტრავმასაც შეეხო, რომელიც მინიმუმ ორი თვე ვერ ითამაშებს. ზიდანმა განაცხადა, რომ სიტისთან პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა, ხოლო რაც შეეხება აზარს, ის ძალიან იმედგაცრუებულია:

”აზარი გაღიზიანებული და გაბრაზებულია და მისი ძალიან კარგად მესმის. მას სურდა რომ გადამწყვეტ შეხვედრებში ეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ ხელი შეუშალა. რას ვიზამთ ეს ფეხბურთია და ვერაფერს შეცვლი”.