ზიდანი: ”სელტასთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ზიდანი: ”სელტასთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სელტასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა და ფრე სამართლიანი შედეგი არ არის. ზიდანის აზრით რეალმა უბრალოდ ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დაკარგა:

”მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობა გვქონდა და მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა. მომავალში ასეთი შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, თუ გვინდა რომ ჩემპიონები გავხდეთ”. რეალის და სელტას შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.