ზვიად კუპრავა – „მირტყამდნენ კასტეტს და ბოთლი გადამამტვრიეს თავზე..”

ზვიად კუპრავა - „მირტყამდნენ კასტეტს და ბოთლი გადამამტვრიეს თავზე.."სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა კლინიკიდან გაწერეს. მას ცემის კვალი სახეზე დღესაც ეყუობა. ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მომხდარის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს და მისი ცემის დეტალებს იხსენებს:

მისი თქმით, თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. კუპრავა ამბობს, რომ დაუდგენელკმა პირებმა მას ჯერ სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს, შემდეგ კი გამეტებით სცემეს.

კუპრავას მონაყოლით, 2 – მა პირმა დაზიანებები ე.წ. კასტეტით, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მიაყენეს.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ღამით, მას ავტომობილი აედევნა. კუპრავა ამბობს, რომ ის ვახტანგ გომელაურის უკანონო საქმიობის შესწავლითაა დაკავებული.

„მირტყამდნენ კასტეტს და ბოთლი გადამამტვრიეს თავზე… თავდაპირველად წიწაკის სპრეი შემასხეს და გამთიშეს. ეს იყო დავალება, რომელიც ამ ადამიანებმა შეასრულეს. ეს დაგეგმა გახარიამ და ივანიშვილმა“- აცხადებს კუპრავა.

მისი თქმით, პოლიციას უკვე მისცა ჩვენება და დეტალურად მოუყვა ავტომობილის შესახებ. ის ითხოვს ამოიღონ სათვალთვალო კამერები.

ნიუპოსტი