16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩა­ლი­ჩა­ვამ ემინემის ჩელენჯში გაიმარჯვა – ვიდეო

16 წლის ნინი ჩა­ლი­ჩა­ვა რამ­დე­ნი­მე დღეა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მე-11 კლა­სელ­მა ზუგ­დი­დელ­მა გო­გო­ნამ ცნო­ბი­ლი რე­პე­რის ემი­ნე­მის challenge-ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მისი ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი, ურ­თუ­ლე­სი რეპ-კომ­პო­ზი­ცია შე­ას­რუ­ლა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბილ­მა რე­პერ­მა სა­კუ­თა­რი ფა­ნე­ბი გა­მო­იწ­ვია, შეძ­ლებ­დნენ თუ არა ისი­ნი ისე სწრა­ფად “გა­რეპ­ვას”, რო­გორც ეს მის ცნო­ბილ კომ­პო­ზი­ცი­ა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით Godzilla-ა.

ემი­ნემ­მა ფა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “ინ­სტაგ­რამ­სა” და “ტვი­ტერ­ში” გა­მო­იწ­ვია და გა­ნა­ცხა­და, რომ ვინც მას სის­წრა­ფე­ში აჯო­ბებ­და და ყვე­ლა­ზე მეტ ნახ­ვას და­აგ­რო­ვებ­და, და­ა­ჯილ­დო­ვებ­და კი­დეც.

ამ გა­მოწ­ვე­ვა­ში რე­პე­რის ფა­ნე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­ერ­თნენ, მათ შო­რის ზუგ­დი­დელ­მა გო­გო­ნამ კი ყვე­ლა­ზე მეტი – 100 ათა­სი ნახ­ვა და­აგ­რო­ვა “ინ­სტაგ­რამ­ზე”.

მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ნინი ჩი­ლა­ჩა­ვას და­უ­კავ­შირ­და:

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ ემი­ნემ­მა თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე დადო ჰეშ­თე­გით #godzillachallenge გა­მოწ­ვე­ვა. რო­გორც მან თქვა, ვი­დეო უნდა გა­დაგ­ვე­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმა­ვე ჰეშ­თე­გით უნდა აგ­ვეტვირ­თა.

მე ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა და დე­დამ მთხო­ვეს ვი­დეო ჩა­მე­წე­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ვი­დეო ჩემი შეს­რუ­ლე­ბით კო­რე­ულ­მა ვებგ­ვერდმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ბევ­რი ნახ­ვაც და­აგ­რო­ვა. სულ მალე ტრენ­დუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის სი­ა­შიც კი მოვ­ხვდი.

ჩემი ვი­დეო უამ­რა­ვი ნახა და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა. “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მომ­წე­რე­ბიც მო­მე­მატ­ნენ და ემი­ნე­მის ახა­ლი ამ­ბე­ბის ვებგ­ვერდმა Southpawer-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წე­რია, რომ მე ამ შე­ჯიბ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ” – გვი­თხრა ნი­ნიმ.

ამბები

16 years old girl wins Eminem's "Godzilla" challenge

Gepostet von Eminem Music am Montag, 2. März 2020