გუშინ შეერთებულ შტატებში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა.
სიეტლში მდებარე ვაშინგტონის კვლევით ინსტიტუტში პირველ მოხალისეს, ჯენიფერ ჰალერს, პატარა კომპანიის მენეჯერს სიეტლიდან, შეუშხაპუნეს კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის კოდური სახელწოდებაა mRNA-1273.
“ჩვენ ყველანი ძალიან უმწეოდ ვგრძობთ თავს. ეს ჩემთვის რაიმეს გაკეთების საოცარი შესაძლებლობაა”, – თქვა 43 წლის ჰალერმა.
ჯენიფერი 2 შვილის დედაა. ბავშვები მას ყოველმხრივ უჭერენ მხარს.
ინექციის გაკეთების შემდეგ ჯენიფერმა ოთახი ღიმილით დატოვა.
“თავს მშვენივრად ვგრძნობ”, – თქვა მან.
ამით დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ვაქცინა 12-18 თვის შემდეგ იქნება მზად.
ვაქცინის სხვადასხვა დოზას კიდევ 44 მოხალისეს გაუკეთებენ.